საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს:
„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.
ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, _ აღნიშნავს პრემიერი.