„დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, არც ხელისუფლებას, არც არასამთავრობო სექტორს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა არ აწუხებს, რადგან ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტს, მესამე სექტორი კი დაფინანსების გარეშე დარჩება.
„ჩვენი მთავრობა, იცით, როგორ მუშაობს? ამერიკის ელჩი მიდის კვირიკაშვილთან დავალებით. მერე ეს ადის ბიძინასთან, იქ მოილაპარაკებენ რაღაცას. მიღებულ გადაწყვეტილებას თავში უდებენ უმრავლესობის წევრებს და მათ მეშვეობით ახმოვანებენ მორიგ სისულელეებს. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება და რუსეთთან დიალოგის დაწყება არასამთავრობოებს და "ნაციონალებს" არ სურთ. ოღონდ არა იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ხელს ვერავისკენ გაიშვერენ და გრანტებსაც ვერ მიიღებენ დასავლეთიდან, _ განაცხადა ბარამიძემ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
მოგვდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ "ნაციონალების" ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის “ოცნების” მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე თუ კონსულტაციებზე", _ ამ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ოცნება-ნაციონალების ურთიერთობის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ახირებულების“ ნაწილი კონსულტაციებს ივანიშვილთან მართავს. "ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება იმის შესახებ, რომ "ნაციონალების" ერთი ფრთა, რომელსაც სააკაშვილმა ახირებულები უწოდა, “ოცნებაში” ყველაზე უფროსთან დადის სასაუბროდ… ჩემი მხრიდან სააკაშვილის დაცვა არ გამოვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ "ნაციონალების" ეს ფრთა პარლამენტში მოხვდა, იმ საერთაშორისო მაწანწალას დამსახურებაა, ახლა უკრაინაში რომ ზის. ესენი კი მის ზურგს უკან ხლართავენ რაღაცებს და უკრაინაში მყოფი კაცი ლამის ჩვენი დასაცავი გახდა“, _ აღნიშნა ბარამიძემ.