შობა-ახალ წელს ვერ იტანს ჰიუ გრანტი.
ბავშვობაში ჰიუსა და მის და-ძმებს მამამისი ახალ წელს კათოლიკურ ეკლესიაში სიმღერას აიძულებდა. თუ ნორჩები ვოკალურ შესაძლებლობებს სრულიად ვერ გამოამჟღავნებდნენ, დესპოტი მშობელი შოლტებით უმასპინძლდებოდა.
ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ როდესაც მთელი მსოფლიო ამ თარიღს დღესასწაულობდა, მძიმე ნოსტალგიაში ჩავარდნილ გრანტს ნამდვილად არ ეზეიმებოდა.
თხუთმეტიოდე წლის წინ ჰიუ გრანტს ახალი წლის ღამეს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა.
შეყვარებულმა გოგონამ ერთ-ერთ იაფფასიან კაფეში შეხვედრა დაუნიშნა. სამწუხაროდ გადააგდო, ანუ მოატყუა და გრანტიც ახალ წელს, სრულიად მარტო და უცნობი ხალხის საზოგადოებაში შეხვდა.