საქართველოში ელიტარული კორუფცია ყვავის, პრაქტიკულად აქ არაფერი არ არის თავისუფალი. როგორ შეიძლება საქართველოში ისაუბრო დაბალი და საშუალო ფენის კორუფციაზე, როდესაც მთელს მოსახლეობაზე მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს კონტროლი დაწესებული. ციხეები გამოტენილია უამრავი უკანონო პატიმრით. პოლიციური სახელმწიფო გვაქვს” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის კონფერენციაზე.
მისი განცხადებით, ამ ორგანიზაციებს დამახინჯებული სახით აწვდიან მონაცემებს. ყველაფერი, ყველა ტიპის კორუფცია, ყველანაირი ფული გროვდება მხოლოდ ერთ ჯგუფში, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს. ყველაფერი, დღეს რაც კი კეთდება სახლემწიფოში, არის საწინააღმდეგო იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, და ეკონომიკა.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის კონფერენციაზე, კოალიციის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილს პროფესიონალი მატყუარა უწოდა.
“საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ევროპასა თუ მსოფლიოში რეიტინგით პირველ ადგილზეა. სააკაშვილმა მოახერხა… ეს არის პროფესიონალური ცრუ, პროფესიონალი მატყუარა. ერთადერთი პროფესია, რაც მას გააჩნია, ეს არის სიცრუე და ამას აკეთებს ძალიან კარგად. ეს არის ცინიზმი….
ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობა კანონიერებასა და დემოკრატიულობაზე დაყრდნობით უნდა დავიწყოთ. უნდა შევქმნათ რეალური საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში დაიწყოს ეკონომიკური განვითარება,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.