„აშშ-მა საქართველოზე სასიცოცხლო ფსონი დადო. რუსეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატოს მიეკუთვნება“, _ განაცხადა რამსფელდმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
სტატიის ავტორის აზრით, შეერთებული შტატების მომავალმა ადმინისტრაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს _ უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუქმდეს ბარიერები საქართველოს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – MAP.
„საქართველოს მებრძოლები იდგნენ და დგანან ამერიკელებთან და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედროებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს კონტრიბუცია ყველაზე მნიშვნელოვანია ნატოს სხვა წევრებთან შედარებით. გერმანიამ, რომლის მოსახლეობა 81 მილიონს შეადგენს, ავღანეთში ნატო-ს მისიაში 55 სამხედრო დაკარგა, მაშინ, როდესაც საქართველომ, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 4,9 მილიონია, 32 თავისი მამაცი სამხედრო დაკარგა. ახლა მოქმედების დროა. დასავლეთის და მისი ინტერესები უსაფრთხოების ინტერესები რუსეთის უკმაყოფილების მძევლობაში არ უნდა აღმოჩნდეს. აშშ-ს უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ძვირი დაუჯდეს. დროა, აშშ-მა აღიაროს საქართველოს მნიშვნელობა და დაეხმაროს მას გახდეს რეგიონში სტრატეგიისა და დაგეგმარების აქტიური მონაწილე. საქართველოზე დადებულ ფსონზე ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები დევს. ეს დახმარება არ არის ქველმოქმედება, ის ვაშინგტონის ინტერესებშია. საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რისი მიღწევა შეუძლია ეფექტიან მმართველობას, ძლიერ დემოკრატიას და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას. საქართველო არის მოკავშირე, რომელიც გვჭირდება და რომელსაც უნდა მივესალმოთ და აქტიურად დავუჭიროთ მხარი”, _ ვკითხულობთ სტატიაში.