“საუბედუროდ, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ვერ მოახერხა სიტუაცია გადაეტეხა, თუმცა თქვენი აქ შეკრება კარგი მაგალითია იმისა, რომ ცვლილებები დაიწყო. თქვენი გააქტიურება იზრდება და ეს უნდა გაგრძელდეს. თქვენ გეკუთვნით თქვენი ქვეყანა და ძალიან დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ მის ჩამოყალიბებაში. იმას, რაც ხდება, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზეზები. ვფიქრობდი, რომ ეს მიზეზები იყო გაუაზრებელი, რადგან ძალიან ბევრი გაუაზრებელი ქცევები მოდის ქვეყნის პირველი პირიდან. მე შეგნებულად მხოლოდ მასზე ვაკეთებ აპელირებას. ერთი კაცის იდეოლოგიაზეა ეს ყველაფერი აგებული. მე მეგონა გაუაზრებლობა, მაგრამ ამ გაუაზრებლობაში არის გააზრებული პოლიტიკა ჩადებული. ეს არ არის შემთხვევითი, რომ დღეს რეალურად ახალგაზრდობა გამოთიშულია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან და არა მარტო ახალგაზრდობა. მთელი ქვეყნის პოლიტიკა აგებულია ერთი კაცის იდეოლოგიაზე. მხოლოდ ერთი კაცის იდეებსა და მის მომავალს ემსახურება,” _ განაცხადა ივანიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved