ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ისინი სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ დაელოდებიან.
არ გათავისუფლედება მხოლოდ კუდ-ის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ვასილ ლელუაშვილი, რომელიც სხვა საქმეზეა მსჯავრდებული.
კუდ-ის 6 თანამშრომელს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით. სამართალდამცველებმა ისინი 2016 წლის აპრილში დააკავეს.
როგორც რევაზ შიუკაშვილი განმარტავს, მას ფარული ჩანაწერების საქმესთან არავითარი შეხება არ აქვს.
„არ მაქვს აღნიშნულთან არანაირი შეხების წერტილი და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. ერთადერთი პირი ვიყავი დასაჭერი და დამიჭირეს“, _ განაცხადა რევაზ შიუკაშვილმა.