ამერიკის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ის შუამავლები რუსეთსა და WikiLeaks შორის, ვინც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰილარი კლინტონის შტაბიდან გატანილი საიდუმლო დოკუმენტაცია საიტზე გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თეთრი სახლის უკვე ყოფილი პრესმდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებით, სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ანგარიში რუსული კიბერშეტევის შესახებ, ბარაკ ობამას უკვე გადაეცა, დღეს საღამოს კი მას ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გააცნობენ.
CNN-ის ინფორმაციით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, მომზადებული ანგარიშს რამდენიმე დღეში ამერიკის კონგრესი განიხილავს.
ოფიციალურ განცხადებას კი თეთრი სახლი მომავალ კვირას გაავრცელებს.