საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ 7 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7674 ლარი იქნება. დღეისთვის მოქმედი კურსით ლარი 2.7303 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0371-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9334 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8649 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0685- ით გაუფასურდა.
ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4274 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3574 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0700-ით გაუფასურდა.
ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც. აქ ლარის კურსმა 0.7661 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7549 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0112 -ით გაუფასურდა.