ხელოვნების სასახლეში გამართულ "საშობაო ზღაპარზე" დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს.
სხვადასხვა სახალისო და საინტერესო ნომრებით დატვირთული ღონისძიების ყველაზე კარგი მომენტი პატარებისთვის გურული თოვლის ბაბუის გამოჩენა იყო, რომლის სავსე ხურჯინიდან საჩუქრები ყველას ერგო.
როგორც გაირკვა, თოვლის ბაბუა პატარებთან შესახვედრად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ბახმაროს თოვლიანი მთებიდან მოიწვია.
ღონისძიება კულტურის ცენტრმა მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით ჩაატარა.