გიგი უგულავას გათავისუფლებას ეხმაურება ვიცეპრემიერი კახი კალაძე. მისი თქმით, ამ თემაზე არაერთი ინტერპრეტაცია მოისმინა. ვიცეპრემიერი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა ერთი რამ ცხადად აჩვენა, ის რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის ყოფილ მერს, სხვა საქმეებთან დაკავშირებით, არაერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
„რაც შეეხება ბატონ უგულავას, მე როგორც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, სხვა კონკრეტულ საქმეებზე არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.
პირველი რადიო