Global Village-ის ოფიციალურ facebook გვერდზე ქართული ანსამბლის _ "Terpsichore" კლიპი გამოქვეყნდა.
დუბაის მულტიპროფილური ცენტრი პავილიონს უთმობს ქართულ ეროვნულ ცეკვებს _ "Terpsichore" პირველი ანსამბლია, რომელიც Global Village-ში საქართველოს სახელით წარსდგა. მათი სავიზიტო ბარათი სამაია და მთიულურია.
"Terpsichore" 6 გოგონასგან შემდგარი ანსამბლია. დუბაიმდე ისინი ცეკვავდნენ თურქეთსა და გაერთიანებულ ემირატებში. სწორედ ემირატებში შესთავაზეს გოგონებს Global Village-ში ცეკვა და 6-თვიანი კონტრაქტი.
ანსამბლში ცეკვავენ ედიტ ჭკადუა, ელენე გამხუაშვილი, ჯუნა მერლანი, ილონა გოგუა, კრისტინა ჭკადუა და ნანიკო ცქიფურიშვილი.
"Terpsichore"-ს მოცეკვავე და ქორეოგრაფი ედიტ ჭკადუა: "Global village" ის დაწესებულებაა, სადაც ნაჩვენებია მსოფლიოს ყველა კუთხის კულტურა, საქართველოს გარდა. ჩვენ ზუსტად იმისთვის ვიმყოფებით აქ, რომ ხალხს ვანახოთ ჩვენი სიმდიდრე და ყველას შევაყვაროთ საქართველო. ერთადერთები ვართ, რონლებიც ვაფრიალებთ ქართულ ნაციონალურ დროშას და ცეკვავთ მის ფონზე."