ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მხარდაჭერით, სამტრედიაში საშობაო კონცერტი გაიმართა.
კალაძემ სამტრედიელებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ირინა და დათო კვინიკაძეების 5- შვილიანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა.
ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კახი კალაძის ინიციატივით, საშობაო კონცერტები სამტრედიაში ტრადიციად იქცა. კახი კალაძე სამტრედიელებს ყოველ შობას კონცერტით ულოცავს.
კალაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი გასულ წელსაც შეუძინა.