სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის. ერთმანეთს ნიკა მელია, კაკო ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება დღეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას მოჰყვა. ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომის და სასამართლო სხდომის როგორც ჩანიშვნა ასევე გადადება საეჭვოდ დაემთხვა.
ენმ-ის წევრების განცხადებით, პარტია ორად არის გაყოფილი და დღეს უკვე მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ არსებობს. თუმცა, ენმ-ის არცერთი დაპირისპირებული მხარე არ აკონკრეტებს როგორ მოხდება პარლამენტში ფრაქციული გადანაწილება.
მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ.
თუმცა, მელიას განცხადებებს არ ადასტურებს მეორე მხარე. მათი განცხადებით, როგორ მოხდება ფრაქციული გადანაწილება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.