გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია _ ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.
”შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება კიდეც. სწორედ ამ ფონზე გიგიმ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, _ აღნიშნა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას..