”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ნიკა მელია საკუთარ პარტიაში შოუს მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარტიის ზოგიერთი წევრის მიზანი პარტიის გახლეჩაა.
”ადამიანები, რომლებიც პარტიის ერთიანობაზე და ”ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე საუბრობენ, საკუთარ პარტიაში და საკუთარ ფრაქციაში ასეთ იაფფასიან შოუს აწყობენ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არაფერი ამოძრავებთ გარდა იმისა, გახლიჩონ პარტია. დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.