„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია და მიხეილ სააკაშვილი სკაპით მეშვეობის ამდენ პრობლემებს ვეღარ მოაგვარებს, _ მიაჩნია ექსპერტს კავაკსიის საკითხებში მამუკა არეშიძეს.
„მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის აქ არ არის და სკაიპის მეშვეობით ჩართვებით ამდენ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მართალია, რიგითი წევრების დიდი უმრავლესობა მის მხარეს არის, მაგრამ ლიდერების უმრავლესობა აშკარად ბოკერია-უგულავას ფრთაზეა. ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება", _ აცხადებს ექსპერტი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას და აღნიშნავს, რომ სწორედ ციხიდან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილით დაიწყო ესკალაცია პარტიაში.
"საერთოდ, უნდა ითქვას, ის პირები, რომლებიც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენენ და ციხეში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ მათ აიღეს მთელი პასუხისმგებლობა თავზე, დაიტანჯნენ პარტიის გამო და ამით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დატოვა და მეტიც, ქვეყნის მოქალაქეობაზეც კი თქვა უარი. შესაბამისად, "ნაცმოძრაობაში" სააკაშვილის უკრაინიდან გაცემული არა ერთი და ორი ბრძანებით თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს. სხვათა შორის, გაიხსენეთ, სწორედ უგულავას წერილით დაიწყო დაპირისპირების ესკალაცია "ნაციონალურ მოძრაობაში" – იკითხებოდა, რომ გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის აქტიურობის უკან უგულავა იდგა", _ აცხადებს ექსპერტი.