ხულოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კონფერენცია ქუჩაში ჩატარდა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ღონისძიება პარტიის ხულოს ორგანიზაციის ოფისში გაემართათ, საბოლოოდ, "ნაცმოძრაობის" წევრები ქუჩაში შეიკრიბნენ და 20 იანვრის ყრილობისთვის დელეგატები აირჩიეს.
კონფერენციის პარტიის ადგილობრივ ოფისში ჩატარებას ხელი "ნაცმოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა დეკანაძემ შეუშალა და ბათუმიდან მისულ პარტიის წევრებს ოფისის კარი ჩაუკეტა.
ამავე თემაზე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხულოში კარი ჩაუკეტეს