https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

2005 წლის 20 მაისს გამართული აუქციონის უცნობი დეტალები

18:01; 20.01.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რატომ მიმართა “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთელმა ლიდერმა პროკურატურას და რა ჩვენება მისცეს გამოძიებას იმ პირებმა, ვისაც ამ აუქციონთან შეხება აქვს.
_ კატისა და  ლომის ამბავი ხომ იცით? სარჩელი ვისთან უნდა შეიტანო _ ისევ იმ ლომთან არა? უკვე დამეკარგა ყოველგვარი  რწმენა და იმედი, რა არ ვნახე და გამოვცადე. არჩევნებზე გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა _ მაგათ მივეხმარე, მაგრამ რა? არ ვმალავ არაფერს, რა მექნა, სხვა გზა არ დამიტოვეს, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში შპს “ჭალასაყდრის” ხელმძღვანელი ზურაბ გობრონიძე.
ოზურგეთში, “პსპ”-ს კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც შპს “ჭალასაყდრის” სადავო ტერიტორიაზე შენდება, ბევრი უცნობი და საეჭვო გარემოებაა. პროკურატურამ უწყებაში შესულ საქმეს აცილება მისცა და პოლიციას გადაუმისამართა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვალი აარიდა და მალე ამ საქმეს “თაროზე შემოდებენ”. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე აღძრული არ არის, და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ დაიკითხნენ ის პირები, რომლებსაც ამ საქმესთან შეხება აქვთ? ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკურ საკითხებში მთავარი სპეციალისტის, ვასილ ქარჩავას თქმით, საქმე “ტექნიკურ შეცდომებს” ეხება; მისივე თქმით, სხდომას არ ესწრებოდა თემურ საჯაია, თუმცა იმავე საბუთებში გარკვევით წერია, რომ სხდომას საჯაია ესწრებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, ამბობს, რომ “ამ საქმეს ბოლომდე მისდია გობრონიძემ, თორემ მასეთი საბუთების მეტი რაა გამგეობაში,  რომელშიც “ვითომ” ტექნიკური შეცდომებია”.
შპს “ჭალასაყდარის ” დირექტორი, ზურაბ გობრონიძე “გურია ნიუსის” ოზურგეთის განყოფილებაში მოვიდა და ჯერ გაუხმაურებელ დეტალებზე ისაუბრა.
_ ბატონო ზურაბ, არჩევნებზე დახმარება მოგთხოვეს?
_ რა, მაგას კითხვა უნდა?! ჩვენ ჩვენი გუნდით ვართ მოსული და ასე გვსურსო, მითხრეს მაშინ; ამ ამბავზე დიდი უსიამოვნებაც მომივიდა.
_ მოდით, ბოლო დროინდელ ფაქტებზე ვისაუბროთ…
_ მირეკავს გამომძიებელი ნათია შარაძე  და მეუბნება, პროკურატურაში შესული სარჩელის თაობაზე გიბარებთო. პირველი კითხვა, რომელიც მან დამისვა, იყო ის, თუ  რა ურთიერთობა მაქვს თემურ სალუქვაძესთან; რა გაკავშირებს მასთანო?  მერე გამომკითხა, საიდან გაქვს საბუთებიო და მომიტანეო. რაც მქონდა, მივუტანე, არ ვიცი, საქმე აღძრული არის თუ არა. ჩემს გარდა, ბევრი ვინმე დაუკითხავთ.
_ თქვენ ამბობთ რომ, არჩევნებზე “ნაციონალებს” მიეხმარეთ, მაშინ რატომღა დაგატოვებინეს ტერიტორია?
_ კი ვუთხარი, მოგეხმარებით, ოღონდაც… მომისმინეთ, მე ვამბობ რეალურს; კი, მე, შეიძლება ისეთი რამე ვთქვა, რომ ჩემთვის საზიანო იყოს, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. მაგრამ,  კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ჩინოვნიკია  თუ მოქალაქე! პოლიცია რომ გეტყვის, დაგიჭერო, უშიშროება რომ დაგაშინებს, რას ვიზამდი, აბა?! დაიწყეს მშენებლობაც.
_ თქვენი აზრით, ვანო ტაბატაძე აღმოჩნდება ამ შემთხვევაში “განტევების ვაცი”?
_ არავის არაფერს არ უზამენ _ რატომ უნდა დაიჭირონ ვანო? მაშინ ვალერი ჩიტაიშვილმა რა უნდა ქნას?! თუ ვანო ტაბატაძეს დაიჭერენ, იმ კომისიის ყველა წევრი უნდა მიყვეს, გარდა თემურ საჯაიასი _ მან შეგნებულად არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი, თუმცა რა უნდა ეთქვა, კანონით არ შეიძლებოდა. მე არავის არც დაჭერა მიხარია და არც სამუშაოდან გათავისუფლება. საქმის დეტალები კი ამგვარია: ოზურგეთის გამგეობამ 1995 წელს გამომიყო ტერიტორია ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის დასაწყისში _ ყოფილი ტაქსის სადგომი. გამგეობის 1995 წლის 4 ივლისის #57 გადაწყვეტილების  მიხედვით, გამითავისუფლეს ეს ტერიტორია, რომელსაც ვსარგებლობდი. 2003 წელს კი, როცა ადგილობრივი ქალაქის გამგეობა შეიცვალა (მაშინ გამგებელი ლევან ურუშაძე იყო, გამგეობაში მუშაობდნენ კახა კეჭაყმაძე  და შუქრი გაბრიჩიძე), მითხრეს, ეს ტერიტორია უნდა დატოვოო. მე მათ წარვუდგინე ჩემი საბუთები,  წარვუდგინე  გადაწყვეტილებაც, მაგრამ მაინც მომთხოვეს ტერიტორიის დატოვება, შემდეგი საბაბით: 2000 წლის შემდეგ, თქვენ მოსაკრებელი ქალაქის გამგეობაში არ გადაგიხდიათო. მართლაც არ გადამიხდია, მაგრამ შესაბამისი მიზეზიც მქონდა _ საგადასახადოდან მოვიდა კომისია, დაარევიზიეს ჩემი 2000 წლამდე ნამუშევარი და, როცა ხარჯები ვუჩვენე დეკლარაციით, რომ მე ქალაქის მერიაში მაქვს ამდენი მოსაკრებელი გადახდილი – თქო, არ ჩამითვალეს ხარჯებში, ჩამითვალეს მოგებაში და გადამახდევინეს მოგების თანხა. თან განმიმარტეს: როცა ტერიტორია გაქვს გამოყოფილი კომერციული საქმიანობისთვის, მოსაკრებელი ქალაქის მერიაში კი არა, საგადასახადოს უნდა გადაუხადო და ქალაქის გამგეობა თავის პროცენტს მიიღებსო. ანალოგიურად, მეც ეს მოვახსენე გამგეობას. ეს იყო 2003 წელს. ამის შემდეგ, ისევ მიბარებენ გამგეობაში და მეუბნებიან _ მართალი ყოფილხარ, გადასახადს ვერ გადაგახდევინებთ, მაგრამ ჩვენ შევქმენით ჩვენი ერთობლივი ფირმა _ “ელტრასერვისი”; წადი, შენც დადე “ელტრასერვისთან” ხელშეკრულება, ჩვენ კი არ “გაგდებთ”, მაგრამ მასთან ერთად იმუშავეო. ჩვენ, ჩვენი გუნდით ვართ მოსული და ასე გვსურსო.
ზურაბ გობრონიძის თქმით, მალევე საგზაო პოლიცია “ესტუმრათ”, რომელმაც ძალის გამოყენებით აყარა ტაქსისტები.
_ მივედი მამუკა დოლიძესთან და ვკითხე, რა ხდებოდა; მან მითხრა, ტერიტორია შენ არ გეკუთვნის, “ელტრასერვისის” კუთვნილებააო.  მოვთხოვე დოკუმენტი ენახვებინა და მაჩვენა ქალაქის გამგეობიდან მიწერილი წერილი _ ეს ტერიტორია “ელტრასერვისს” ეკუთვნისო. მივედი გამგეობაში, მოვიძიე საბუთები, რომელიც გაფორმებული იყო “ელტრასერვისზე” ყალბი ხელწერებით, ყალბი ნოტარიუსით… ეს საბუთები დღემდე შენახული მაქვს.
გობრონიძემ სარჩელი შეიტანა ქალაქის სასამართლოში. სასამართლომ 2003 წელს, მეთორმეტე თვეს გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ “სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხის _ ქალაქ ოზურგეთის გამგეობის 2003 წლის 11 აპრილის #7, 29 ივლისის #22 და 10  ოქტომბრის # 32 დადგენილებები. დაევალოს მოპასუხე ქალაქის გამგეობას, გაითვალისწინოს მოსარჩელე შპს “ჭალასაყდრის” კანონით გათვალისწინებული ინტერესები და ამასთან დაკავშირებით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევების და შეფასებების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი”. ახალი ადმინისტრაციული აქტით საბოლოოდ უნდა განსაზღვრულიყო, რომ ტერიტორია “ჭალასაყდრისთვის” გადაეცათ. ცოტა ხნის შემდეგ, გობრონიძემ კვლავ წერილობით მიმართა ქალაქის გამგეობას, სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა და ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გაფორმება მოითხოვა.
_ უკვე აღარ მედავებოდნენ, მეგონა წერტილი დაესვა გაუგებრობას, მაგრამ გამგეობამ ეს გადაწყვეტილება, მაინც არ შეასრულა. შემდეგ, გაზეთ “გურია ნიუსის” საშუალებით ვიგებ, რომ ტერიტორია “ვისოლმა” შეისყიდა და  მალე შპს “ჭალასაყდარს” აქედან გააგდებენო. გაოგნებულმა ისევ წერილობით მივმართე გამგეობას, საიდანაც მომივიდა პასუხი, რომ 2005 წელს, 20 მაისს აუქციონით გაიყიდა აღნიშნული ტერიტორიაო. მივმართე ადვოკატებს, თუმცა იურისტებმა მითხრეს, სარჩელის შეტანის საფუძველი არ გაქვს, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ეს ტერიტორია გაიყიდაო. მივედი ივანე ტაბატაძესთან, რომელიც მაშინ კომისიის თავმჯდომარე იყო. ვასილ ქარჩავამ, რომელიც მაშინ კომისიის მდივანი იყო, უარი მითხრა საბუთების მოცემაზე, მაგრამ ტაბატაძემ უთხრა, გადაიღოს ასლები და გაატანეო, _ გვიყვება გობრონიძე დოკუმენტებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, დადგენილება #181 2005 წლის 20 ნოემბრის აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ, შეცდომითაა შედგენილი: _ მერე მაძლევენ ოქმს #2 არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე, 2005 წლის 20 ნოემბრის აუქციონის შედეგების შესახებ, რომელიც სინამდვილეში 20 მაისს ჩატარდა. შეიძლება მართლაც “ტექნიკური” შეცდომა იყო, მაგრამ ამდენი “შეცდომა”?! დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აუქციონში გაიმარჯვა 17 პირმა; იმავე ნომრით გამოცემულ დადგენილებაში კი 18 პირია აღნიშნული. მერე მოვითხოვე შემსყიდველების ვინაობა, ჩავედი საჯარო რეესტრში, ამოვიღე მონაცემები და მისამართი, ქვითარი, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს ტერიტორია ედიშერ მამალაძეს ეკუთვნოდა. ავკინძე საბუთები და შევიტანე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. მაშინ მოსამართლე ირაკლი შავაძე იყო.  მან პირველი მოსმენა ჩაატარა. გამგეობის წარმომადგენელი თინათინ ლომჯარია იყო. მე არ მყავდა ადვოკატი, რადგან მაშინ მითხრეს, რომ აბსოლუტურად მართალი ხარ, დასაცავი არაფერი გაქვსო. ვგრძნობდი, რომ მოსამართლე ჩემს სიმართლეს ხედავდა. შემდეგი სასამართლო პროცესისთვის ახსნა-განმარტება გამიკეთეო, მითხრა. გამიხარდა, გავაკეთე ისე, როგორც მითხრა და მეორე სასამართლო პროცესზე, მაშინაც ლომჯარია იყო გამგეობის წარმომადგენელი, ველოდებოდი, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას ჩემს სასარგებლოდ გამოიტანდა, მაგრამ სულ სხვანაირად წარიმართა პროცესები. მეუბნება, უნდა გამოვიძახოთ მესამე პირიო. სარჩელში ჩადებული მქონდა, რომ ქალაქის მერიამ მორალური ზიანი მომაყენა. მოვითხოვდი გაეუქმებინათ #181 დადგენილება და კომისიის ოქმი, ვინაიდან არასწორად ჩატარდა აუქციონი. მე ვუთხარი, რომ იმ პირთან ვინც ეს იყიდა, არაფერი შეხება არ მქონდა. მარწმუნებდა მოსამართლე, არაფერი დაგიშავდება მესამე პირის ახსნა-განმარტების გაკეთების შემდეგო.  რადიკალურად შეიცვალა მოსამართლე. დიდხანს გრძელდებოდა პროცესები.
შემდეგ ავიყვანე ადვოკატი მედია ჯანელიძე. ოჯახური პირობების გამო, ერთ პროცესს ვერ დავესწარი და მაშინ გამოიტანეს განაჩენი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლემ მე პირადად მითხრა, შენ ვერ გაგამართლებ, ამაზე ხელის მომწერებმა, მაშინ პასუხი უნდა აგონო. სარჩელს ვერ დავაკმაყოფილებ, თუმცა, გადაწყვეტილების გამოტანიდან 14 დღის  შემდეგ, ქუთაისში გაასაჩივრე და მოიგებო. გავიდა 14 დღეც, ერთი თვეც _ ეს განაჩენი არ ჩამბარებია. გავიდა ერთი წელი, ამ პერიოდში, რომ არ მოვიდა განაჩენი, თან ტერიტორიას ვსარგებლობდი, ვფიქრობდი, რომ ჩემს საკეთილდღეოდ  არის-მეთქი…
საკრებულომ “ვისოლის” აშენებას წინააღმდეგობა გაუწია და აღარ ააშენებინა ბენზინგასამართი სადგური. ჩავედი თბილისში და “ვისოლის” წარმომადგენლობას ვთხოვე, მოეყიდათ ან დაეთმოთ და მათთან გრძელვადიანი იჯარა გავაფორმე.
პოლიციის მაშინდელ უფროსს, ბესო გელენიძეს, რომელმაც ადრე ხსენებული “ელტრანსსერვისის” მანქანები დააყენა ჩემს ავტოსადგომზე და ჩემი გამოყარა, კაბინეტში მივუტანე  “ვისოლთან” დადებული ხელშეკრულება; კინაღამ დამიჭირა, როგორ მიბედავო… გადის ერთი წელი, საქმეში ვალერი ჩიტაიშვილი ერთვება _ მას ვთხოვდი ალტერნატიული ადგილი გამოეყო. ჩიტაიშვილი შემპირდა  დახმარებას, მაშინ ის გამგებელი იყო; ვგრძნობდი და ვხედავდი, ხვდებოდა მართალი რომ ვიყავი. ჩავედი ედიშერ მამალაძის ადვოკატთან, მან მითხრა, ტერიტორია გაიყიდაო. საჯარო რეესტრში ოფიციალური წერილი ამოვიღე და გავარკვიე, რომ ტერიტორია “პსპ-ს” უყიდია. ერთ მშვენიერ დღეს, მოიტანეს და დაასვეს აბრა: “აქ უნდა აშენდეს “პსპ-ს” კლინიკა-აფთიაქი”. დავწერე განცხადება და ისევ შევიტანე გამგეობაში; ლომჯარიამ მითხრა, ნებართვა უნდა გაიცესო, ლაშა შაფაქიძემ კი _ რატომ არ უნდა გავცეთ ნებართვაო. შემდეგ საჯარო განხილვაში, რომელსაც ალეკო მამეშვილი ატარებდა, მე იქ დამსწრე საზოგადოებას დავუმტკიცე, თუ რატომ არ უნდა გაყიდულიყო ეს ადგილი და რატომ არ იყო იქ “პსპ-ს” კლინიკისთვის შესაფერისი ადგილი. დასკვნა არ გაკეთებულა იმ საჯარო განხილვაზე. აქციებიც გავმართეთ. საჯარო განხილვას 70 კაცი ესწრებოდა. მექვაბიშვილმა დაინახა ოპოზიცია და უთხრა, ამას ქულების დაწერისთვის აკეთებთო. 800 კაცის ხელმოწერა  წარვადგინე,  რომ კლინიკა-აფთიაქის ასაშენებლად ეს ადგილი შესაფერისი არ იყო. ამის შემდეგ, უშიშროებიდან გიორგი გიორგაძე დამიკავშირდა და  გამოცხადდიო _ მითხრა. გამიკვირდა, არასოდეს პოლიციასთან და უშიშროებასთან ურთიერთობა არ მქონია და რატომ მირეკავენ-მეთქი. ავუხსენი, რომ პოლიტიკურ აქციას არ ვმართავდი. მკითხა, მერე რას იზამ, მშენებლობა, რომ დაიწყებაო?! მირჩია, ფრთხილად ვყოფილიყავი. ვიფიქრე, ჩემს უფლებებს იცავს,-მეთქი, თურმე _ პირიქით. პოლიცია რომ გეტყვის, დაგიჭერო, უშიშროება რომ გაგაფრთხილებს, რას იზამ?
_ ამ ეტაპზე რა ხდება?
_ არაფერი. 22 სექტემბერს მივმართე ალეკო მამეშვილს და გიორგი ტაკიძეს, ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით. პასუხი დღემდე არ მიმიღია, _ გვითხრა გობრონიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ეკონომიკის დარგში, ვასილ ქარჩავა “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საბუთებში “ტექნიკური შეცდომაა”. მისივე თქმით, არ შეიძლებოდა ხელმოწერის გაყალბება, რადგან თემურ საჯაია ზემოთ ნახსენებ სხდომას არ ესწრებოდა.
_ თუ სხდომას არ ესწრები, ხელმოწერას როგორ გააყალბებ? ეს ყველაფერი აბსურდია.
_ თქვენი აზრით, რატომ არ მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი თემურ საჯაიამ?
_ იმიტომ, რომ სხდომას არ ესწრებოდა.
_ ოზურგეთის რაიონის გამგეობის #181 დადგენილებაში, რომელიც 2005 წლის 23 მაისით თარიღდება, აღნიშნულია, რომ სხდომას  სხვა წევრებთან ერთად, საჯაიაც ესწრებოდა…
_ არ ვიცი, რა, ალბათ, ტექნიკური შეცდომაა. 2005 წელს მე ვიყავი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო კომისიის მდივანი. ნაკვეთი აუქციონზე არქიტექტურის სამსახურმა გამოიტანა, კომისიამ დაადგინა ოქმი. აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 20 მაისს, ესწრებოდა კომისიის ხუთი წევრი, ივანე ტაბატაძე, ვასილ ქარჩავა, დენის ბაჯელიძე, ოთარ ნაცვალაძე, ვასიკო ბლაგიძე. თემურ საჯაია არ იმყოფებოდა. კომისიას გვევალებოდა ოქმის მიღება, რომელიც კომისიის წევრებმა ხელმოწერებით დავამტკიცეთ. გადაწყვეტილებას, დადგენილებას გამგეობა იღებს. გამგებელი მაშინ ვალერი ჩიტაიშვილი იყო. დამიჯერეთ რა, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს და ეს იყო ტექნიკური შეცდომა.
_ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ იმ ტერიტორიაზე “პსპ-ს” კლინიკა-აფთიაქის აშენება?
_ როგორც მოქალაქეს, ტაქსების სადგომს კლინიკა მირჩევნია. დამკითხა გამომძიებელმა შარაძემ. როგორც ვიცი, საქმე აღძრული არ არის, _ გვითხრა ქარჩავამ.
“გურია ნიუსი” თემურ საჯაიას ესაუბრა. ის კომისიის ერთადერთი წევრია, რომელიც სხდომას ესწრებოდა და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
_ ბატონო თემურ, რატომ არ მოაწერეთ ხელი დოკუმენტს?
_ მე მაშინ კომისიის წევრი ვიყავი გარემოს დაცვის საკითხებში და როგორ მოვაწერდი ხელს აქ ბენზინგასამართი სადგურის აშენებას?! ამდენი წელია გასული და ახლა ვის აინტერესებს ეგ ყველაფერი, ან რა აზრი აქვს, როცა მშენებლობა დაწყებულია? მაშინ ცხონებული ჟანი კალანდაძე იყო მაგ საქმეში ჩართული, დანარჩენთან დაკავშირებით არაფერი ვიცი… რად მინდა ახლა რომ მოგატყუოთ? მაშინ არ შემშინებია ხელი რომ არ მოვაწერე და ახლა მოგატყუებთ?
_ როგორც მოქალაქეს, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ კლინიკის აშენება?
_ ჩემი საქმე არაა. რა აზრი აქვს აწი ამის ჩხრეკას?1 მშენებლობა დაწყებულია…
_ ვასილ ქარჩავამ თქვა, საჯაია სხდომას არ ესწრებოდა და როგორ მოაწერდა ხელსო? აქ ამ საბუთებში კი წერია, რომ თქვენ  სხდომას ესწრებოდით.. .
_ მაშინ მაგათ ყველას დაავალეს ხელის მოწერა.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსის” ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, რომ ხელს ვერავინ შეუშლის გურიაში, არა მარტო “პსპ-ს” კლინიკის აშენებას, რაც უკვე გადაწყვეტილია, არამედ ნებისმიერ მშენებლობას.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პოლონეთიდან დაბრუნებულ გურიის გუბერნატორს ძალოვანმა უწყებამ სიურპრიზი მოუწყო _ ვალერიან ჩიტაიშვილის ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 ქვეგანყოფილების ეზოში, 20 დეკემბერს საღამოს 17:30 საათზე გაჩერდა.
მაშინ “გურია ნიუსი” წყაროზე დაყრდნობით წერდა, ძალოვან უწყებაში ჩიტაიშვილის ვიზიტი, მისი გამგებლობის პერიოდს უკავშირდებოდა _ ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ, 2005 წელს, თაყაიშვილის ქუჩაზე გაყიდული მიწის ფართობის შესახებ არსებული მასალები გამოსაძიებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თემურ სალუქვაძის მიმართვის შემდეგ, შინაგან საქმეთა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ნიკოლოზ იმერლიშვილს გადასცა. საქმე გაყალბებული ხელმოწერების საფუძველზე გაყიდულ ფართობს უკავშირდება. იმ დროს ოზურგეთის რაიონის ვალერიან ჩიტაიშვილი გამგებლობდა. გამოძიებამ უკვე დაკითხა თინათინ ლომჯარია, რომელიც მაშინ რაიონული გამგეობის იურისტი იყო, ახლა კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსია. ასევე დაკითხეს რაიონული გამგეობის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვასილ ქარჩავა, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი იყო. ახსნა-განმარტებები მისცა გამოძიებას თემურ სალუქვაძემ და შპს “ჭალასაყდრის” დირექტორმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შრომის მცხოვრებლებმა ციტრუსი სანაგვეზე გადაყარეს

"ტრაქტორი სურათის გადასაღებად რომ დააყენეს "რაიკომის" წინ, ეს არის დახმარება?!"

ყველა სიახლე

მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო