ამ წუთებში, ხმაურით მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველი სხდომა, სადაც ერთმანეთს დეპუტატები _ გოჩა ზიმისტარაშვილი ნანული ორაგველიძეს შეურაცხმყოფელის სიტყვებით მიმართა. კოლეგას მედეა მახარობლიძე გამოესარჩლა.
დაპირისპირების მიზეზი სხდომაზე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს ახალი უფროსის ლაშა ჭელიძის გამოჩენა იყო.
ძიმისტარაშვილმა ჭელიძის დანახვისთანავე თალაკვაძის გაკრიტიკება და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, რასაც დეპუტატების რეპლიკა მოჰყვა:
_ შეხედეთ რა დღეშია. სხდომა ჯერ არ დაწყებულა და ამან დაიწყო, ამბობდნენ დეპუტატები.
ძიმისტარაშვილი კი არ ცხრებოდა და ისევ მიმართავდა ორაგველიძეს:
_ დასაჭერი ხარ, გასაგდები ხარ, თხასავით გაყიდე პარტია, არჩილ თალაკვაძე არჩევნების გამყალბებელია, 50 ლარად იყიდეთ არჩევნები, _ მიმართავდა დამოუკიდებელი დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი ნანული ორაგველიძეს, რომელიც საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა.
ძიმისტარაშვილს სხდომის დატოვებისკენ საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოუწოდა, თუმცა, დეპუტატი გამოსვლას აგრძელებს და სხდომა, სადაც ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ, ჯერჯერობით, ერთმანეთის შეურაცხმყოფელი განცხადებებით გრძელდება.