ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის თანაშემწედ ნატო შეწირული დაინიშნა. შეწირული პროფესიით ფარმაცევტია, როგორც თითონ ამბობს კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსები გაიარა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მაგთის ოფისში მუშაობდა.
როგორც შეწირულმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ის აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მან გაიარა კონკურსის ორივე ეტაპი და აღნიშნულ პოზიციაზე არჩილ თალაკვაძისა და ბიუროს უფროსის, ლაშა ჭელიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაინიშნა.
ნატო შეწირული ბიუროს უფროსის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობას დღეიდან შეუდგება.