სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ჯერჯერობით, რთულია ვივარაუდოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მაგრამ თუ ურთიერთობები რუსეთსა და ამერიკას შორის ნამდვილად დათბა, როგორც ტრამპმა დაანონსა, მაშინ ეს სირიის კონფლიქტზეც იქონიებს გავლენას.
„სირია, თავის მხრივ, ამ ურთიერთობების დათბობას მიესალმება. მხედველობაში მაქვს არსებული კავშირი და თუ მართლაც დათბა ურთიერთობები რუსეთსა და ამერიკას შორის, ეს დადებითად აისახება სირიის კონფლიქტზეც“, _ ასადის ამ განცხადებას სირიული სააგენტო SANA ავრცელებს.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ასადის მებრძოლებმა დამასკოს გარეუბანში ტერორისტულ დაჯგუფება "ჯეიშ ალ-ისლამის“ მებრძოლებზე მიიტანეს იერიში. შედეგად, სახელისუფლებო რაზმებმა გუთის აღმოსავლეთი მხარე მთლიანად დაიკავეს და იარაღის დიდი ბაზა ხელში ჩაიგდეს.