სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, შემოწირულებებმა, ჯამში, 34,465,034.50 ლარი შეადგინა. აქედან, ყველაზე მეტი 22,995,584.00 ლარი „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.
გასულ წელს მიღებული შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზეა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4,491,467.43 ლარი, შემდეგ ადგილს იკავებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,644,168.80 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,126,691.35 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 718,690.00 ლარი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 626,520.90 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველო“ – 373,966.50 ლარი, ილია კოკაია დამოუკიდებელი დეპუტატი – 337,400.00 ლარი, ვასილ ხანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი – 304,840.00 ლარი, ცეზარ ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატი – 280,000.00 ლარი და ა.შ.
პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს შემოწირულებების სახით საერთო ჯამში, 34,465,034.50 ლარი მიიღეს.
ამასთან, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოწირულებები გახორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, 95-ჯერ დაფიქსირებულია იურიდიული პირის შემოწირულება, ხოლო 204-ჯერ – არაფულადი შემოწირულება.
სულ შემოწირულებები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში – 4,026,580.00 ლარის ოდენობით.