ამერიკის სენატის თავდაცვას, სადაც ამერიკის ახალი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის დამტკიცების განხილვა მიმდინარეობდა, დემონსტრაციის მონაწილეების შენობიდან გაყვანა ძალის გამოყენების საშუალებით მოუხდა.
Euronews-ის ინფორმაციით, ჯეფ სეშნს, რომელიც დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა, აფროამერიკელების უფლებების დარღვევასა და კუ-კლუს-კლანთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
„მადანაშაულებენ, რომ 1986 წელს ვერ შევძელი აფროამერიკელების საარჩევნო უფლებების დაცვა და მათი უფლებადამცველი ორგანიზაციები გავკიცხე. გაუგონარი ამბავია, მაგრამ კუ-კლუს-კლანის მიმართ სიმპატიებშიც მადანაშაულებენ. მე ვკიცხავ ამ კლანს და მათ სულისშემძვრელ იდეოლოგიას“, _ განაცხადა სეშნმა სენატში გამოსვლისას.