თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"