საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ოზურგეთში ხვალ ელოდებიან. კობახიძე პარლამენტარებთან ერთად კალანდობის დღესასწაულს შეხვდება.
გურულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული სოფელ ცხემლისხდიში, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით დღესასწაულის აღნიშნვნა 13 იანვარს, 19 საათიდან დაიწყება.
_ ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლები: „შემოქმედი,“ „იადონი,“ „ელესა,“ „ურეკი“ და „ზენაარი.“ სპეციალური მოწვევით გაიმართება ანსამბლ „ბანისა“ და მომღერალ სალომე ბაკურაძის კონცერტი, _ აღნიშნავენ პრესსამსახურში.
გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ კალანდის მთავარი ატრიბუტის _ ჩიჩილაკის დამზადების პროცესი; პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნონ გურული ადესა და ამოავლონ ჩურჩხელა.




































































