ფილიპინების მთავრობა მოსახლეობას კონტრაცეპტივებს უფასოდ სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტეს ეკუთვნის.
პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ ქვეყანაში არასასურველი ორსულობის რაოდენობა შემცირდეს, განსაკუთრებით ღარიბ ფენაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კათოლიკურმა ეკლესიამ წინააღმდეგობა გაუწიოს.
PEW კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ფილიპინების მოსახლეობა 103 მილიონს აჭარბებს, ხოლო 80%-ზე მეტი კათოლიკეა.
როგორც ცნობილია, დუტერტეს წინამორბედი წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ქვეყანაში კონტაცეპტივების გამოყენების შესახებ კანონპროექტი გაგრძელებულიყო.
ეკონომიკური დაგეგმარების მდივნის, ერნესტო პერნიას თქმით, "ქვეყანაში საჭიროა ბიძგი, რომ მოხდეს ოჯახის დაგეგმვა, რაც ფილიპინებში სიღარიბეს გადაჭრის."
მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ 2022 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდეს, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 21.6%-ით ნაკლებია.
როგორც ცნობილია, დაახლოებით 2 მილიონი ქალი კონტრაცეპიტვებს უფასოდ 2018 წლიდან მიიღებს.
CNN-ის ცნობით, განათლების დეპარტამენტმა უკვე მოითხოვა სკოლებში გენდერულად მგრძნობიარე და უფლებებზე დაფუძნებული სექსუალური განათლების მიღება.
გაეროს ინფორმაციით, ფილიპინები ერთადერთი ქვეყანაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც მოზარდებში ორსულობა მკვეთრად გაიზარდა.