"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დღეს გაკეთებულ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, ნაციონალური მოძრაობის ძალა 20 იანვარს, პარტიის ყრილობაზე გამოჩნდება.
"ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება. “განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.
დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.
მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი", _ წერს სააკაშვილი.