სირია ისრაელს დამასკოს აეროპორტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE24 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამასკოს მაცხოვრებლებმა რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ღამით ტბა ტიბერიის ტერიტორიაზე, მეზეჰის სამხედრო აეროპორტთან ახლოს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.
FRANCE24-ის ცნობით, სირიის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი თავისი შეტევებით ტერორისტულ დაჯგუფებას ეხმარება ქვეყნის ხელისუფლებასთან ბრძოლაში.
„სირიის არმიის მმართველობა და შეიარაღებული ძალები ვაფრთხილებთ ისრაელს ამ უხეში თავდასხმის შედეგების შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას,“_ნათქვამია განცხადებაში.
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის და ისრაელმა ბოლო პერიოდში სირიაზე მსგავსი თავდასხმა უკვე მესამედ განახორციელა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ნაწილში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, ისრაელის მთავრობა სირიის ომში ჩართვას არ აპირებს.