ჩრდილოეთ საფრანგეთში ძლიერ შტორმს ებრძვიან. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTON POST ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად 200 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც ცნობილია, უამინდობამ სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხებაც გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის ლიანდაგს ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა, რის გამოც, 210 მგზავრს, რომლებიც ბრიუსელიდან პარიზში მიემგზავრებოდნენ მთელი ღამის გატარება მატარებელში უშუქოდ, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე მოუწიათ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის შედეგად გამოწვეული ავარიული შემთხვევების შედეგად 46 ადამიანია დაშავებული.