დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში აფხაზეთის ომის ვეტერანებს უმასპინძლებს და დააჯილდოებს.
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, საქართველოს დროშის ორიგინალს, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა, აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილი აღმართავს.