მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის"- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გააკეთა, სადაც სახელმწიფო დროში დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.
„მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, არის სიმბოლო სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის დამოუკიდებლობის და თავისუფლების არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ და ყველას დასანახად აღვმართავთ დროშას იმისთვის რომ ვთქვათ რომ, ჩვენ გვაქვს უნარი ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება. საქართველოს დროშა საუკუნეების წინ აღიმართა. ამ დროშის გულისთვის და ჩვენის სახელმწიფოებრიობისთვის ასიათასობით წინაპარმა დასდო ტავი, მოიტანა დღევანდელ; დღემდე სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო უამრავ ჭირსა და ვარამს, გაუძლო უძლიერესი მტრების შემოტევას, ჩვენი დროშა მრავალის საუკუნის მატარებელია და მრავალი ჩვენი წინაპრის ღვაწლითა და სისხლის არის გაჟღენთილი. როდესაც ჩვენ აღვმართავთ დროსას ჩვენ არ ვიყურებით წარსულში, ჩვენ ვიყურებით მომავალში", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა