საქართველოს პირველი ლედის ძმა მიხეილ მგალობლიშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს, _ ამის შესახებ მგალობლიშვილის ადოკატმა, ზაზა მიქატაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, საუბარია ორ, სროლისთვის გამოუსადეგარ იაღაღზე.
„ეს იყო ესკიზები – უვარგისი რკინის ნაჭრები. თითონ მისი გადმოცემით, ეს არის სროლისთვის უვარგისი და ვიზუალურადაც რომ დაათვლიეროთ, მიხვდებით, რომ სროლისთვის ვარგისი არ არის“, _ განაცხადა ადვოკატმა.