მსოფლიოს 8 ყველაზე მდიდარ ადამიანს იმდენი სიმდიდრე აქვს, რამდენიც 3.6 მილიარდ მოსახლეს, რომლებიც მსოფლიოს ღარიბი ადამიანების ნახევარს შეადგენენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა საქველმოქმედო ფონდმა OXFAM-მა ჩაატარა.
საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემებით, რომლებიც კრიტიკოსებს გაეგზავნათ, უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფრო დიდია, ვიდრე მკვლევარები ვარაუდობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, OXFAM-ის ანგარიში დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებას ემთხვევა.
ადამ სმიტის ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელის, ბენ სოტვუდის თქმით, მნიშვნელოვანი მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიმდიდრე კი არა, ღარიბების კეთილდღეობაა, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება.
„ყოველ წელს OXFAM-ის სიმდიდრის სტატისტიკას შეცდომაში შევყავართ. მონაცემები კარგია, მაგრამ ინტერპრეტაცია არ აქვს“,_ამბობს ის.
OXFAM-ის გლობალური საგარეო საქმეების ხელმძღვანლის, ქეთი რაითის თქმით, ანგარიში „პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის გამოწვევებს“ დაეხმარება.
„არ გვაქვს ილუზია, რომ დავოსი არაფერია, გარდა მსოფლიო ელიტის მაღაზიების შესახებ საუბრისა, მაგრამ ვცდილობთ, აქცენტი მაინც გავაკეთოთ“,_აცხადებს ის.
OXFAM-ის კვლევით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 8 ადამიანის სია ასე გამოიყურება :
1.ბილ გეითსი, MICROSOFT-ის თანადამფუძნებელს 75 მილიარდი დოლარი,
2.ამანსიო ორტეგა, ZARA-ს დამფუძნებელი და INDITEX-ის მფლობელი 67 მილიარდი დოლარი,
3.უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის უმსხვილესი აუქციონი, 60.8 მილიარდი დოლარი,
4.კარლოს სლიმ ჰელუ, GRUPO CARSO-ს მფლობელი 50 მილიარდი დოლარი,
5.ჯეფ ბეზოსი, AMAZON-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი 45.2 მილიარდი დოლარი,
6.მარკ ცუკერბერგი, FACEBOOK-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი 44.6 მილიარდი დოლარი,
7.ლარი ელისონი, ORACLE-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, 43.6 მილიარდი დოლარი,
8.მაიკლ ბლუმბერგი, LP BLOOMBERG-ის მფლობელი 40მ მილიარდი დოლარი.
დიდი ბრიტანეთის ეკონომისტის, ჟერარდ ლიონსის თქმით, სიმდიდრეზე ორიენტირებული მსგავსი კვლევები არასდროს იძლევა სრულ სურათს.
OXFAM-ის გლობალური საგარეო საქმეების ხელმძღვანელის თქმით, ეკონომიკური უთანასწორობა პოლიტიკის პარალიზებას იწვევს.
მისივე თქმით, ხალხი გაბრაზებულია და ამბობენ, რომ შრომის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ვერ იზიარებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაცია მთავრობებს მეტი ჰუმანური ეკონომიკისკენ და სიმდიდრეზე გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციას ასევე სურს, რომ ბიზნესმენებმა გადასახადების წილი სამართლიანად გადაიხადონ და კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
როგორც ცნობილია, OXFAM-ი მსგავს ანგარიშებს უკვე 4 წელია რაც აქვეყნებს.
2016 წლის კვლევის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 62 ადამიანს ჰქონდა იმდენი სიმდიდრე, რაც მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესი ადამიანების ნახევარს.
OXFAM-ის თქმით, მონაცემების უფრო მეტად დაზუსტების შემდეგ, წელს მდიდარი ადამიანების რიცხვი რვამდე დაეცა, თუმცა, მდიდარი ადამიანების 1%-ს აქვს იმდენი ქონება, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ერთად.