მსოფლიოში ყველაზე დაბალი ავტომობილი სულ რაღაც 48 სმ სიმაღლის "ფლეტმობილია" (ანუ "ბრტყელმობილი"). გინესის წიგნში უცნაური რეკორდსმენი კი ოფიციალურად ასეა რეგისტრირებული: "მსოფლიოს ყველაზე დაბალი ლეგალური ავტომანქანა".
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ "ყველაზე მწარე" საქორწილო ტორტების" კონკურსი გამართა. პირველი ადგილი დიდი უპირატესობით წილად ხვდა ტორტს _ "თამაში დამთავრებულია"…
კალიფორნიაში გამოვლინდა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი." ანტიჩემპიონი" და საპრიზო ჩეკის მფლობელი გახდა ჩიხუახუასა და ჩინური ქოჩრიანი ძაღლის ნაჯვარი, 15 წლის უჯიშო "იოდა", რომელიც თურმე პატრონს, ქალბატონ ტერი შუმახერს, რომელმაც ის სახლის კართან იპოვა, თავდაპირველად ლეკვი კი არა… ვირთხა ეგონა!
მსოფლიოს ყველაზე დიდი კაზინო კორპორაცია "Las Vegas Sands"-ს ეკუთვნის, მაგრამ ის ლას-ვეგასში კი არა, ჩინურ მაკაოშია. ვენეციური სტილით ნაგები 40-სართულიანი სასტუმრო-კაზინო – "Venetian Macao" აზიაში სიდიდით პირველი შენობაა, მსოფლიოში კი მეხუთე! ნაგებობათა საერთო ფართობი 980000 კვმ-ია. კაზინოში 3500 ავტომატი და 800 სათამაშო მაგიდა დგას. კომპლექსი 4 თემატურ ზონადაა დაყოფილი: "ოქროს თევზი", "წითელი დრაკონი", "ფენიქსი" და "საიმპერატორო სახლი". სასტუმროში 3000 ნომერია, ბევრი მეტად მდიდრულია, საპრეზიდენტო აპარტამენტების ჩათვლით. არის 300 ბუტიკი და 35 რესტორანი, თუმცა ათეულათასობით სტუმარს ცხადია აქ მხოლოდ აზარტული თამაში იზიდავს.