“2012 წლის 12 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი, კოალიცია “ქართული ოცნების” მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკურ შეხლა-შემოხლა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში.” _ წერია განცხადებაში.