რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციასთან სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული იარაღის ტესტირების შესახებ მოლაპარაკებას აპირებს. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
როგორც ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკება ჰიპერბგერით იარაღებს, მათ შორის, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას და ბირთვული იარაღის გამოცდას შეეხება.