_ ხაჩიძეები არ ახსენოთ, თორემ დედას მოგ…..… თქვე ფულის მონები, _ ასეთი ტექსტით მიმართავდა კოალიციის წარმომადგენლებს მევლუდ ხაჩიძე, რომელსაც არც ქალიშვილი და სიძე ჩამორჩნენ.
ამ ფაქტს, გარემოს დაცვის მინისტრი სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოეხმაურა. გოგა ხაჩიძეს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძალიან საკუთარი დის გარეგნობა არ მოეწონა და გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც ზემოთ აღნიშნული ფაქტებია აღბეჭდილი, ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ეს ჩემი დაა (აქ საშინლად გამოიყურება, ისე _ არა). სამი წლით უმცროსია ჩემზე. ეს მამაჩემია. ეს ამბავი ჩემი სახლის წინ ხდებოდა დღეს, სურამში. რა თქმა უნდა, უკეთესად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ.
რა თქმა უნდა, ნერვებმა უმტყუნათ. ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, როგორ მოიქცნენ. ვწუხვარ, რომ ამ შემთხვევაში, მოვლენების ცენტრში ჩემს გამო აღმოჩნდნენ. ამ კვირას, თუ მოვახერხე გავუვლი, დიდი ხანია აღარ მინახავს.
თან “კუკარაჩას” ჩავუტან, ფილმს. არ აწყენთ კლასიკის გადამეორება, _ აღნიშნა ხაჩიძემ.