EURONEWS-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი გახდა.
როგორც ცნობილია, მან ჯიანი პიტელა 351 ხმით 282 ხმის წინააღმდეგ დაამარცხა.
გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა ოთხ ეტაპად ჩატარდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტაიანი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მოკავშირე და ყოფილი ევრო კომისარია.
როგორც ცნობილია, მან გერმანელი მარტინ შულცი შეცვალა, რომელსაც ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტი 5 წლის განმავლობაში ეკავა.
გავრცელებული ცნობით, 2014 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ ევროპარლამენტის კრიტიკა გამოიწვია, ხოლო ამ გარიგების განსახორციელებლად ბრძოლა ახლა ტაიანს მოუწევს.