55 წლის ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი ცნობილ იტალიელ დიზაინერს, ჯანი ვერსაჩეს განასახიერებს ფილმში, რომელსაც დანიელი რეჟისორი ბილ აუგუსტა იღებს.
გამოცემა „WWD“-ს ინფორმაციით, გადაღებები ქალაქ მილანში, დეკემბერში დაიწყო, ამჯერად კი რეჯო-კალაბრიაში მიმდინარეობს, სადაც დაიწყო დიდი დიზაინერის კარიერა და დასრულდება მაიამიში. სწორედ აქ მოკლეს საკუთარი სახლის ზღურბლზე ვერსაჩე.
სიუჟეტის დეტალები ცნობილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით სცენარი ვერსაჩეს ოჯახმა არ დაამტკიცა და ახლობლების ჩარევის გარეშე დაიწერა.
სწორედ ამიტომ ეს ფილმი იქნება მხატვრული ნაწარმოები და არა ბიოგრაფიული ისტორია.