საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტისდელეგაცია ესტუმრა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის არალეგალურ ნარკოტიკებთან, იარაღთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს _ ქრისტიან ჰოპეს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ჯგუფების ხელმძღვანელებს _ იენს კრიუგერსა და რალფ ბენგნერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად წარმოებული რამდენიმე გამოძიების შედეგები შეაჯამეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებს. სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიების თანამედროვე შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხლეს.
2015-2016 წლებში საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ტრანსსასაზღვრო ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი ერთობლივი გამოძიებადა ნარკოტრანზიტთან ბრძოლის წარმატებული ღონისძიება ჩაატარა.