ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მომიტინგეებს სურთ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ინაუგურაციამდე შეწყდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მოქალაქეებს ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას მოუწოდებს.
გავრცელებული ცნობით, ნიუ იორკის 2 კონგრესმენი, ჯეროლდ ნადლერი და ადრიანო ესპაილატი აცხადებენ, რომ ვაშინგტონს ემიჯნებიან და ტრამპს სამოქალაქო თავისუფლების აბუჩად აგდებისთვის აკრიტიკებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიცია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ტრამპის ფიცის დადების ცერემონიაზე დიდი რაოდენობით ხალხის დასწრებას ელოდება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ინაუგურაციის ცერემონიას სავარაუდოდ 900 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, რის გამოც უსაფრთხოების ზომების დასაცავად ემზადებიან.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია პარასკევს ჩატარდება.