იტალიაში მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა სასტუმრო RIGOPIANIO IN ABRUZZO-ში მსხვერპლი გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სასტუმროში ზვავის ჩამოწოლის დროს 33-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლამ სასტუმროს სახურავის ნგრევა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სასტუმრომდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა, რის გამოც, პირველი მაშველები სასტუმროში თხილამურებით მივიდნენ.
მაუწყებლის ცნობით, ცენტრალური იტალიის მთიან რეგიონში ოთხშაბათს 4 მიწისძვრა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი თოვლის გამო ბევრი სოფელში მიმოსვლა შეუძლებელი გახდა და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში გზის გაკვალვას ცდილობდნენ.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 1 დაკარგულად ითვლება.
როგორც ცნობილია, ამავე რეგიონში მიწისძვრა 24 აგვისტოსაც მოხდა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.