ცოტა ხნის წინ ამერიკულმა გამოცემამ „Los Angeles Times” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლოს-ანჟელესში მცხოვრები მეუღლეები, რვა წლის განმავლობაში ჩვეულებრივ შუშას ჭამდნენ.
ცოლ-ქმარი ამ კულინარიულ „ნაწარმს“ იმ მიზეზით მიირთმევდა, რომ მოგვიანებით დაზღვევა და კომპენსაცია მიეღო.
ამ ოჯახის უფროსმა, ვინმე 52 წლის როლანდმა, 2010 წლიდან გასულ წლამდე სხვადასხვა შტატის სადაზღვევო კომპანიიდან 200 ათასი დოლარი მიიღო.
ბოლო წლების განმავლობაში, ბატონი როლანდი და მისი მეუღლე, ქალბატონი სარა ათჯერ მკურნალობდნენ სხვადასხვა საავადმყოფოში შუშის გადაყლაპვის გამო.
ერთ ჯერზე მათ უშუალოდ რესტორნისგან 45 ათასი დოლარი აიღეს.
ბოლოს და ბოლოს, აფერისტი ცოლ-ქმარი დააკავეს. ამჟამად მათ დამძიმებული გარემოებების გამო, 100-წლიანი ციხე ემუქრებათ.