საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა 2017 წელს 14 000 დოლარად ღირებული ავტომობილი NISAN ARMADA შეიძინა.
ამის შესახებ ინაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2017 წლის 13 იანვარს შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, გარდა ავტომობილისა, ირმა ინაშვილის ოჯახის საკუთრებაში 2 ბინა, 2 არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთია.
კერძოდ, ლიკანში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე 49.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ირმა ინაშვილის 100%-იან საკუთრებაშია და ის 2001 წელს შეუძენია. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 90,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა კი მის მეუღლეს, კახაბერ კევლიშვილს ეკუთვნის და 1993 წელს მემკვიდრეობით მიუღია.
კახაბერ კევლიშვილის საკუთრებაშია ასევე, 1985 წელს მემკვიდრეობით მიღებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, დიდი დიღომში, ი. პეტრიწის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 110,00 კვ.მ.-ია.
ირმა ინაშვილის 100%-იან საკუთრებაშია 2010 მემკვიდრეობით მიღებული 330,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე. ასევე, 2011 წელს მემკვიდრეობით მიღებული 2100,00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ირმა ინაშვილს გასულ წელს 5844,00 ლარის შემოსავალი მიუღია. გარდა ამისა, დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ მას ხელფასის სახით 10200,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელი სამსახურიდან.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ირმა ინაშვილის "თი ბი სი ბანკის" საკრედიტო ანგარშზე 5000,00 დოლარი(-) იცხებოდა. ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 200,00 დოლარი (-) იყო, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 300 ლარი ჰქონდა.
გასული წლის 1 აგვისტოს "თი ბი სი ბანკიდან" ირმა ინაშვილს 5000-დოლარის სესხი აუღია, რომელიც 2021 წლის 1 აგვისტომდე უნდა გაფაროს. სესხის პროცენტისთვის კი, გასულ წელს 95 დოლარი გადაუხდია.
დეკლარაციაშია ასევე აღნიშნულია, რომ ირმა ინაშვილს, გასულ წელს, დედისგან საჩუქრად, 7000-დოლარად შეფასებული ოქროს ბეჭედი მიუღია.