"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის ქალაქ პალმირაში 4 ადამიანს თავი მოკვეთა, ხოლო 8 დახვრიტა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მკვლელობების ნაწილი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შესულ მუზეუმის ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ცნობით, 4 მასწავლებელი, საჯარო მოხელე, მთავრობის 4 ჯარისკაცი და 4 დატყვევებული ამბოხებული მოკლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, "ისლამურმა სახელმწიფომ" 2015 წელს გაავრცელა ვიდეო, 25 ჯარისკაცის საჯაროდ სიკვდილით დასჯის ვიდეო.
ადამიანის უფლება დამცველი ობსერვატორიის ცნობით, 10 თვის განმავლობაში "ისლამურმა სახელმწიფომ" 280 ადამიანი მოკლა, ვიდრე ტერიტორიას სამთავრობო ძალები დაიკავებდნენ.