ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება 53 წლის ჯემალ მორჩილაძის ძებნა, რომელიც დაახლოებით, ათი დღის წინ, სახლიდან სანადიროდ გავიდა.
დაკარგული პირი ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამურში ცხოვრობს და სანადიროდ თიკერის ტყის მიმდებარე ტერიტორიებისაკენ გაემართა, რომლებიც გაუვალი ადგილებითა და ჭაობებითაა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველთა და მაშველთა ჯგუფებმა ნადირობის სავარაუდო ტერიტორია არაერთხელ მოიარეს, მონადირის კვალი დღემდე ვერ იპოვეს.