ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს.
"მონიტორინგის ცენტრი – მედიატორის", 16 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ, 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. მედიატორის ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.
Allnews.ge -სთან საუბრისას თამარ ჟვანიას აცხადებს, რომ "ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული".
"საარჩევნო პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია, მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე კი არა ყველა ასე მუშაობს. ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციია. ჩემს დეკლარაციაშიცაა მითითებული. ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული.ამასთან დაკავშირებით, კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია, ვერ ვხვდები ეს ახლა რატო გახდა ახალი ამბავი", _ განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს.
ამავე თემაზე:
ვის უყიდა ცესკოს თავმჯდომარემ 19000 და 9600-დოლარიანი ავტომობილები