ამ წუთებში, ოზურგეთში განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმყოფება. იგი პროფესიულ კოლეჯში პედაგოგებთან შეხვედრას მართავს.
ჯეჯელავამ პედაგოგებს სთხოვა, არსებულ პრობლემებზე ღიად ესაუბრათ და დაჰპირდა მათ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.
მინისტრი გასული წლებისთვის ბოდიშს უხდის მასწავლებლებს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.