დევიდ ბექჰემის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან მისი ჰობის შესახებ: ბრიტანელი ფეხბურთელი ავტომობილების კოლექციონერია. მის კოლექციაშია, ისეთი მარკის მანქანები, როგორიცაა "Cadillac", "Porsche", "Range Rover", "Bentley" და "Hummer".
დევიდმა გადაწყვიტა განაახლოს კოლექცია "Aston Martin DBS" მანქანით, რომლითაც თავად ჯეიმს ბონდი დაქროდა.
ფეხბურთელი მზადაა მრგვალი თანხა გადაიხადოს მოდელში – 100 000 ფუნტ სტერლინგი (დაახლოებით, 162 230 ათასი დოლარი).
როგორც ამბობენ, ბექჰემი ბონდის დიდი მოყვარულია და დიდხანს ცდილობდა შეეძინა რაიმე მაღალი კლასის ნივთი ამ ფილმთან დაკავშირებული. როცა შეიტყო, რომ აუქციონზე გამოტანილია მანქანა, მაშინვე მიიღო მისი ყიდვის გადაწყვეტილება.